89 წლის ასაკში პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა

89 წლის ასაკში პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა

პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა, რომელიც ხუთი ათწლეულის განმავლობაში აჯადოებდა მკითხველს თავისი ინტელექტუალური სიმკაცრითა და ლირიკული პროზით და ლამის თავისი ქვეყნის პრეზიდენტიც კი გახდა, კვირას, 13 აპრილს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters წერს. თავდაპირველად მწერლის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა, ალვარო ვარგას ლიოსამ X-ზე დაწერა. “ის გარდაიცვალა ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში და “მშვიდად”, — წერს ალვარო ვარგას ლიოსა X-ზე. It is with deep sorrow that we announce that our father, Mario Vargas LLosa, passed away peacefully in Lima today, surrounded by his family.@morganavll pic.twitter.com/c6HgEfyaIe — Álvaro Vargas Llosa (@AlvaroVargasLl) April 14, 2025 2010 წელს ნობელის პრემია ლიოსას “სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის” მიანიჭეს. სწორედ მან, 1990 წელს, მექსიკის ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ “მექსიკაში აბსოლუტური დიქტატურაა”. ეს განცხადება მომდევნო ათწლეულში ფრთოსან ფრაზად იქცა და მსოფლიო შემოიარა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიოსა წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ეს ვიზიტი არ შედგა. როგორც 2019 წლის სექტემბერში მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებასთან აცხადებდა, მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი, იმ პერიოდში გააუქმა, როდესაც წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის ოპტიმიზაციის საბაბით, ეს ორი უწყება გაუქმდა და მიმდინარეობდა გადაბარების პროცესი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *