6 და 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია საღონისძიებო სივრცეში ტონინო გუერას სახელობის კონცერტი – “ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი “მწვანე საღამოები/Serate Verdi” გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოგიდგენთ უნიკალურ მუსიკალურ საღამოს იტალიელი მუსიკოსების – სიმონე ძანკინის, სარა კალვანელის და ქართველი არტისტების მონაწილეობით.

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში.

მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან ბევრი კლასიკად იქცა.

ტონინო გუერას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ქართველ ხელოვანებთან და გამორჩეულად უყვარდა საქართველო.

6 და 7 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით იმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *