უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკრაინაში არ არის, “ვერ შეძლებს სრულად გაიგოს ეს ტკივილი”. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ორი ახალგაზრდაა, რომელიც ერთმანეთში “კინკლაობს. “საქმე პრეზიდენტ ტრამპში არაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არაა, და ათასობით მილის დაშორებითაა, ვერ შეძლებს სრულად შეიგრძნოს და გაიგოს ეს ტკივილი. პუტინი და ჩვენ ბავშვების სათამაშო მოედანზე მყოფი ბავშვები არ ვართ. ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ უკრაინელი მამის “უსაზღვრო” ტკივილზე ისაუბრა, რომელმაც სარაკეტო იერიშის შედეგად ცოლი და სამი შვილი დაკარგა. უკრაინელი ლიდერის თქმით, ამ კაცის სიტყვები “სხვაგვარი” იყო, ვიდრე ოფიციალურ პირების, როდესაც დანაკარგებზე საუბრობენ. “ის არ ამბობდა არც სტატისტიკას, არც რიცხვებს, არც დარტყმების რაოდენობას, მან უბრალოდ მითხრა — ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ჩემს ოჯახს ვეძებ — ბინაში ყველგან ვათვალიერებ… ჯერ კიდევ მგონია, რომ ეს კოშმარი იყო… ცუდი სიზმარი,” — იხსენებს ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან თავდასხმებმა 631 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *