„იმისთვის, რომ განათლების სისტემა მომავალზე იყოს ორიენტირებული, მნიშვნელოვანია, რომ კრედიტები გადაითარგმნოს უნარებში, ინფორმაციის დაზეპირება გადაითარგმნოს რაიმეს ოსტატურად შექმნაში, მაგალითად რასაც მეწარმეობას ვეძახით. აუცილებელია იზოლირებული სკოლები გახდნენ უფრო კოლაბორაციული ეკოსისტემის ნაწილი. სწორედ ამ კოლაბორაციაშია ის მთავარი გასაღები, რომელიც უზრუნველყოფს განათლების სისტემის უფრო მეტ და სწორ პასუხებს შრომის ბაზრის მოთხოვნასთან. ის ურთიერთობა და კონტაქტები, რომელსაც განათლების სისტემა დაამყარებს უშუალოდ დამსაქმებელთან, პასუხი იქნება იმ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რომელიც დღეს არის გაჯერებული ტექნოლოგიური მოთხოვნებით და განვითარებით”, – განაცხადა ირინა წეროძემ.
მისივე თქმით, Linkedin-ის პლატფორმაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში 21%-ით არის გაზრდილი იმ განაცხადების რაოდენობა, რომელშიც ფიქსირდება უნარებზე მოთხოვნა და არა კვალიფიკაციაზე და ხარისხზე. როგორც წეროძე ფიქრობს, ის, რომ ტრადიციულ განათლებას და განათლების ხარისხს ანაცვლებს უფრო უნარების ეკოსისტემა, განსაკუთრებულად შესამჩნევია.
“მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის მსოფლიოში 87 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება და მას ჩაანაცვლებს 69 მილიონი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილი. ეს ვაკანსიები, რომლებიც გაჩნდება, აუცილებლად უნდა შეივსოს სწორედ მომავლის პროფესიებით, მომავლის უნარებით, სადაც ნამდვილად სცენიდან გადის უკვე დიპლომის ქონა და კვალიფიკაცია და ხარისხი.
შესაბამისად, ისეთი სქემების აწყობა, სადაც ბიზნესი არის აქტიურად ჩართული, არის უფრო მოკლევადიანი, ორიენტირებული ამ ტრენდებზე, რასაც ბიზნესი ნერგავს და აქტიურად იყენებს, ამიტომ მიწოდების და მოთხოვნის დისბალანსის აღმოფხვრა და თანხვედრა აუცილებლად უნდა მოხდეს სწორედ ინსტიტუციურ დონეზე. მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა განათლების პროვაიდერების საქმიანობასა და პოლიტიკის შექმნის პროცესში.
გლობალური ტენდენცია საქართველოზეც მოახდენს გავლენას და უკვე ახდენს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დაინერგოს კოლაბორაციული ეკოსისტემები და აეწყოს სისტემურ დონეზე“,-აცხადებს SkillsUp Network-ის თანადამფუძნებელი.