უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოუწოდებს პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხი არ გადადონ მას შემდეგ, რაც გვიან ღამით რუსულმა ჯარმა კიევი დაბომბა.
როგორც სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, კიევის გარდა რუსული საჰაერო იერიშის სამიზნეს ქალაქი ოდესაც წარმოადგენდა. უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით, რუსეთმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. მისი თქმით, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე მასშტაბური დაბომბვა.
„რუსეთმა დაბომბა სამშობიარო სახლი და ჩვეულებრივი შენობები, მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსეთი უარს ამბობს ნებისმიერ შინაარსობრივ ძალისხმევაზე მშვიდობის დასამყარებლად, ამიტომაც უნდა შეეჯახოს ახალ გამანადგურებელ სანქციებს. უკვე ახლა. ლოდინი საჭირო არ არის“, – დაწერა სიბიგამ.
მისი თქმით, სანქციების თვალსაზრისით პრიორიტეტული მიმართულებებია: რუსული ბანკები, ბუნებრივი გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწევა და მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება.