“სანამ თინამ განცხადება არ გააკეთა მანამდე არ დავწერე. ცხადია ვიცოდით რაც მოხდა. ჩვენ, ყველას, ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს თუ ლიდერს გაცნობიერებული გვაქვს რომ 13 წელია რუსულ რეჟიმს ვებრძვით და საფრთხის ქვეშ არიან ჩვენს ირგვლივ ყველა, მათ შორის პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები. მაგრამ სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა! ამიტომაც ვერ შეგვაშინებს რეჟიმი ვერასოდეს. კოტეს გატაცების მიზანი თინაზე ზემოქმედების მოხდენა იყო. თინა ვერ იყიდეს, ვერ დაიჭირეს, ვერ გადაიბირეს, ვერ გატეხეს — მათ შორის ვერც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე. ბიძინა ალბათ ელოდა რომ გუშინდელი ფაქტის, ქმრის გატაცებისა და შვილებზე მუქარის შემდეგ — თინას შეეშინდებოდა, უკან დაიხევდა და გადადგებოდა. ვერ მივართვით! თინა ბოკუჩავა — როგორც 13 წელი ვიარეთ, მტკიცედ და მედგრად, ასე ვივლით ერთად რეჟიმის ჩამოშლამდე!”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *