თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე 4 გამომძიებელი აძლევს ჩვენებას. მათ ამოღებულ ვიდეომასალებს დათვალიერება ჩაუტარეს. დღეს ასევე დაიკითხება მერიის თანამშრომელიც, რომელიც ზარალის ოდენობაზე ისაუბრებს.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ისინი ბრალს არ აღიარებენ.