საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამეგრელოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *