“თქვენ არაერთხელ მიუთითეთ ადვოკატებს ის, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილად. ახლა ისმევა კონკრეტული კითხვები. მოწმე არც ერთ კონკრეტულ კითხვას არც ერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილად. ბატონო დავით (მოწმე),მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს. იმიტომ, რომ ამის უფლება თქვენ არ გაქვთ. რატომ შეიქმნა ეს პრობლემა კონკრეტულად ამ მოწმესთან?… ან არ ესმის, ან ვერ სცემს პასუხს ან აბსოლუტურად სხვა რამეს ლაპარაკობს და დრო გადის. როგორც თქვენ [მოსამართლემ] აღნიშნეთ, ძვირფასი დრო არის თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. იქნებ, თქვენ მიუთითოთ, რომ კონკრეტულ კითხვას გაეცეს კონკრეტული პასუხი, თუ შეიძლება. კიდევ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პიედესტალიდან, ძალიან ფამილიარულად,ხელების ქნევით, თითების ბაკუნით და ეგეთი ლაპარაკი ყველას შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ ხომ? არც არის სწორი და ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი, რომ თქვენ შეასწოროთ. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე აღარ ვლაპარაკობ,არც განზრახვაზე. რა იფუთება და როგორ იფუთება მაგას არ ვეხები ამ შემთხვევაში. ყველამ გადასარევად იცის რა ხდება და როგორ ხდება. ამ შემთხვევაში, ეს ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი.”
ახალი ამბების სააგენტო