საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ 6 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს უფროს რაჟდენ კუპრაშვილთან FARA-ს კანონი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილა და დასძინა, რომ “როგორც მეგობარმა, გააფრთხილა [კუპრაშვილი] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიების შესახებ”. 2/2 @ACBofGeorgia we also discussed 🇪🇺. I recalled negative opinion of Venice Commission of @coe on “foreign agent” type laws. As friend, I cautioned against illusions about 🇬🇪 EU integration. @EUCouncil has concluded – with regret – since June 2024 that 🇬🇪 is way off course. pic.twitter.com/5ggEJqbmQ3 — Peter Fischer (@Diplo_Peter) June 9, 2025 “დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას — რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან. ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება “უცხოელი აგენტის” ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიების შესახებ. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია,” — წერს ელჩი X-ზე.
ახალი ამბების სააგენტო