პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტუსკმა ამის შესახებ მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე იმიგრაციის თემაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ აუცილებელი უმრავლესობის მოგროვებაზე ვმუშაობთ, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა, სხვებთან ერთად. დიახ, ეს ჩემი მიზანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, რომელსაც სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, თუმცა ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს.

ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ მე მხარს ვუჭერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს, ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში ან ზოგადად ევროპაში,“ – თქვა ტუსკმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *