“ის, ვინც გამოხატა სოლიდარობა ჩემი ოჯახის მიმართ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდა მე თავს რამდენიმე დღის წინ. ეს იყო კლასიკური გატაცება ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია, იყო რამდენიმე ადამიანი, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ალბათ, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი ამაზე, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე შესაბამისი პირბადესავით რაღაცის წამოცმის შემდეგ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გადამიყვანეს არც თუ ისე შორს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან. ეს არის საბურთალოს ტერიტორია. ვვარაუდობ კიდევ ბევრ რამეს, ამ ეტაპზე, უბრალოდ ეს ვარაუდები არის. შემდგომში იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც, ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი. აქ იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამაზე ჩემმა მეუღლემ ისაუბრა, ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ რაღაც უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რაც განხორციელდა და ამას შესაბამისად პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო: “თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმესთან დაკავშირებით, გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რაც ჩვენ ორს შორის … ანუ სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი. “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *