აჰმედაბადიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ლონდონისკენ მიმავალი Air India-ს თვითმფრინავი ჩამოვარდა,  ბორტზე 242 მგზავრით. თვითმფრინავი კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული როგორც მგზავრებს შორის, ასევე კორპუსებში მყოფ ადამიანებს შორის. 

„პოლიციამ გადარჩენილი მამაკაცი 11A ადგილას იპოვა, რომელიც საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან თვითმფრინავი საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა“, – განაცხადა აჰმადაბადის პოლიციის კომისარმა. – წერს უცხოური მედია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *