როგორც ის ამბობს გუშინ შედგა შეხვედრა საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებთან რა დროსაც მათი მხრიდან ითქვა რომ კანონპროექტი დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენისას ჯარიმის არ გავრცელებასთან დაკავშირებით უკვე ინიცირებულია პარლამენტში.
მისივე განმარტებით, საპენსიოს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, “ისე ჩავაბაროთ ეს თვე, რომ არ იყოს დაზუსტების აუცილებლობა კანონპროექტის დამტკიცებამდე და თან 4%-ის თანხაც დროულად ავსახოთ შესაბამის ბალანსზე”.
“ჩემი კოლეგების საყურადღებოდ! მოგესალმებით, გაწვდით ინფორმაციას დაზუსტებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან დაკავშირებული ჯარიმის კანონპროექტის შესახებ.
გუშინ შედგა შეხვედრა საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რა დროსაც მათი მხრიდან ითქვა რომ კანონპროექტი დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენისას ჯარიმის არ გავრცელებასთან დაკავშირებით უკვე ინიცირებული იქნა მათი მხრიდან პარლამენტში.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადების მიხედვით ერთადერთი პრობლემა არის ის რომ ამ კანონის ამოქმედება ვერ ხერხდება გასულ პერიოდებზე ანუ ამ კანონს ვერ აძლევენ უკუ ძალას. ამიტომ იყო თხოვნა რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოხდეს ამ თვის საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა იმისათვის რომ არ გაჩნდეს ამ დეკლარაციის დაზუსტების აუცილებლობა მანამ სანამ ზემოთ ხსენებული კანონპროექტი იქნება დამტკიცებული.
ასევე იყო თხოვნა რომ ამ თვეში რა თანხაც იქნება ჯამურად გადასახდელი (4%), ეს თანხა დროულად იყოს ასახული ე.წ. საპენსიო ბალანსზე და ისევ და ისევ დეკლარაცია ,ჩაბარდეს ისე რომ არ გაჩნდეს მისი დაზუსტების აუცილებლობა ზემოთ ხსენებული კანონის დამტკიცებამდე.
ითქვა რომ თუ დეკლარაცია დაზუსტდება კანონის ამოქმედებამდე ამ შემთხვევაში ისინი არ გამორიცხავენ ჯარიმის გავრცელებას გამომდინარე იქიდან რომ სხვაგვარად ვერ ხერხდება ამ კანონპროექტის პარლამენტში გატანა.
კანონის დამტკიცების შემდგომ (თუ მოხდა დამტკიცება იმ ფორმით როგორც იქნა ინიცირებული) დეკლარაციის დაზუსტების შემთხვევაში ჯარიმის დარიცხვის პრობლემა არ წარმოიშვება თუ კომპანიას დეკლარაციის თანხის შესაბამისი 4%-ის თანხა ასახული ჰქონდა საპენსიო ბალანსზე.
ანუ რომ შევაჯამო მოგვიწოდებენ რომ ისე ჩავაბაროთ ეს თვე რომ არ იყოს დაზუსტების აუცილებლობა კანონპროექტის დამტკიცებამდე და თან 4%-ის თანხაც დროულად ავსახოთ შესაბამის ბალანსზე”, – განაცხადა დავით პაპიაშვილმა.