მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ზავი მიზნად ისახავს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განმუხტვას და ტარიფების შემცირებას, წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების დროს სამხედრო დანიშნულების იშვიათი ლითონების თემა ცალკე არ განხილულა, ანუ მასზე კონკრეტული შეთანხმება არ მიღწეულა.
Reuters-ი წერს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტექნოლოგიური და სამხედრო სფეროებში დაპირისპირება კვლავაც გრძელდება და იშვიათი ლითონების კონტროლისთვის ბრძოლა მომავალშიც დარჩება მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამგვარმა მოუგვარებელმა საკითხებმა შესაძლოა ახალი დაძაბულობის კერები გააჩინოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლონდონში გამართული მოლაპარაკებების დროს, ჩინელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ში სამხედრო მიზნებისთვის მაგნიტების ექსპორტის დაშვება, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის შეზღუდვის მოხსნაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ ისინი ჩინურ საქონელზე არსებული ტარიფების გახანგრძლივებას, კიდევ 90 დღით გეგმავენ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ „ბარტერული გარიგება“ არ იარსებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ არ შეამსუბუქებს შეზღუდვებს ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტზე, იშვიათ მიწებზე წვდომის სანაცვლოდ.