“გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს,” – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ძალისხმევას გააგრძელებს, მათ შორის „MEGOBARI აქტის“ მიღებით.
„ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო მკაცრდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმაა. ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით“, – წერს ჯინ შაჰინი.