პრობლემა მარტივია, მაგრამ დიდ საფრთხეს შეიცავს. როგორც Mazda-ს აშშ-ის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციში აცნობეს, უსაფრთხოების აირბალიშები, რომელთაც თანამედროვე ავტომობილებში უხვად ვხვდებით, გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, არ გაიხსნას, რაც ტექნიკურ წუნთანაა დაკავშირებული.
როგორც Mazda-ში ამბობენ, ხარვეზის გამოსწორება მარტივადაა შესაძლებელი, რისთვისაც კომპიუტერული მოდულის გადაპროგრამება ან ჩანაცვლება შეიძლება. კომპანიის განცხადებით, დაზარალებულები შესაბამის ინფორმაციას ფოსტით მიიღებენ და ავტორიზებულ სერვისში ავტომობილის შეკეთბას უფასოდ შეძლებენ. საინტერესოა, რომ კომპანია არ გეგმავს ანაზღაურების პროგრამას ამოქმედებას, რადგან პრობლემური მანქანების უმეტესობა ჯერაც საგარანტიო პერიოდს გადის, ანუ ნაწილების შეცვლა მფლობელებს უფასოდ შეუძლიათ.