პროექტის თანახმად, ჯამურად 88 092 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება. როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტში, ისე მცხეთა – მთიანეთის მხარეში გაზიფიცირების სამუშაოები სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს. უშუალოდ მხარეში სამთავრობო პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის ბუნებრივ აირზე წვდომა 5 426 აბონენტს აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ თიანეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ისეთ სოფლებში, როგორიცაა ვეძათხევი, ზურაბები, დორეულები, ქვემო ნაქალაქარი, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი, ღულელები, კვირიასხევი, კვერნაული, ბალებისხევი, სიონთგორი და ნადოკრა. გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამის საფუძველზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილია 29 დასახლებულ პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც დაახლოებით 1562 აბონენტს მოიცავს.
2013 – 2024 წლებში გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება, ჯამურად, 380 ათასზე მეტ აბონენტს მიეცა. დღეისათვის საქართველოში აბონენტების დაახლოებით 93%-ს (1,5 მლნ-ზე მეტს) ბუნებრივ აირთან წვდომა აქვს.