სუროგაციის საქმეზე, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ანჟელა კვარაცხელიას სასამართლომ 5 წლითა და 7 თვით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენი საქმეზე დღეს გამოცხადდა. 

შეგახსენებთ, რომ ემიგრანტმა ცოლ-ქმარმა საქართველოში, სუროგაციის შუამავალს, ანჟელა კვარაცხელიას 300 000 ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ბავშვები არ დაბადებულან.

9 წლის განმავლობაში 5 წარუმატებელი სუროგაცია შედგა და ორსულობა სხვადასხვა მიზეზით შეწყდა.

,,პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ისიც, რომ ანჟელა კვარაცხელია ოჯახს ეუბნებოდა, თითქოს, სუროგაცია 18 თვიანი იყო და ამ გზით ბავშვების დაბადებას გაცილებით დიდი დრო სჭირდებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *