14 ივნისს MAQRO Development-ის ახალი, უპრეცედენტო მასშტაბის ურბანული პროექტის – „მაქრო სითი თბილისი“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა და საზეიმო ღონისძიების პარალელურად გაყიდვებიც დაიწყო.
მაღალპროფესიონალურ ღონისძიებას ინვესტორები, ბიზნესმენები, სამთავრობო უწყებების, დეველოპმენტისა და არქიტექტურის სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორები, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
“მაქრო სითი თბილისი – ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, რომელიც არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ჩვენ ვაშენებთ კონცეპტუალურ ურბანულ პროექტებს, რომლებიც, პირველ რიგში, აერთიანებს ადამიანებს, მათ განსხვავებულ ისტორიებს, კულტურასა და ხედვებს. სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა “მაქრო სითი თბილისი”. ეს არის ადგილი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს”, – განაცხადა MAQRO Development-ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიამ გოგოხიამ.
შთამბეჭდავი პროგრამა ვიზუალური, თეატრალური და მუსიკალური ელემენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. გამორჩეული იყო “დუეტი ჯორჯიას” მიერ სპეციალურად “მაქრო სითი თბილისისთვის” შექმნილი სიმღერის შესრულება – პერფორმანსი, რომელიც ზედმიწევნით გადმოსცემდა MAQRO Development-ის პროექტის იდეას.
ღონისძიების კულმინაციური ნაწილი კი ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების” შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული დადგმის წარდგენა იყო, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თავისი დინამიკურობით, ქართული კულტურის გამორჩეული ენითა და სცენური ეფექტებით.
ღონისძიება DJ-ის ენერგიული გამოსვლით დასრულდა, რითაც კომპანიამ სტუმრების მხიარული და პოზიტიური განწყობის მთელი საღამოს განმავლობაში შენარჩუნებაზე იზრუნა. ღონისძიებაზე სპეციალურად პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონაც, სადაც ბავშვებმა დრო სასიამოვნოდ და აქტიურად გაატარეს სხვადასხვა თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობით.
პრეზენტაციაზე “მაქრო სითი თბილისის” უპირატესობებსა და საინვესტიციო ღირებულებაზე “მაქრო ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ემრაჰ უჩარმაც ისაუბრა და შეაფასა, თუ რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა Maqro-ს ახალ პროექტში ინვესტირება.
“პროექტი 100 000 კვადრატულ მეტრზე აშენდება, კომპლექსი 19 ბლოკს მოიცავს, კონსტრუქციის საერთო ფართობი კი 350 000 კვადრატული მეტრი იქნება. ყველაფრის ძიერული იდეა ისაა, რომ პროექტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს – ეს მთავარია და სწორედ ამიტომ გვაქვს გადახდის მოქნილი პირობები.
ამ ბიზნესში ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. გვაქვს გამოცდილება ქვეყნის წამყვანი პროექტების დეველოპმენტშიც. გარდა ამისა, მომხმარებლის თუ სტუმრის გადმოსახედიდან, ჩვენი პროექტი ძალიან მარტივად მისაწვდომია, საინვესტიციო ამონაგებს კი მოკლე პერიოდში იძლევა. სწორედ ეს არის, რასაც უკვე ზედიზედ მე-12 წელია ბაზარს ვთავაზობთ, სწორედ ამიტომ დებენ ჩვენთან ინვესტიციას”, – განაცხადა ემრაჰ უჩარმა.
MAQRO Development-ის ახალი პროექტი “მაქრო სითი თბილისი” მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომპანიის ეკომეგობრული კონცეფციის საუკეთესო გაგრძელებაა. კომპლექსი დედაქალაქის ქაოსისგან მოშორებით, თუმცა ცენტრიდან ავტომობილით 15 წუთის სავალზე, ნოე რამიშვილის N30-ში აშენდება, რაც მობინადრეებს განტვირთვისა და რელაქსაციის უნიკალურ საშუალებას მისცემს. საუბარია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სტრატეგიულ უბანზე, სადაც თავმოყრილია როგორც ძირითადი სატრანსპორტო კვანძები, ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები. სულ რამდენიმე წუთში მარტივად მისადგომია მეტროს სადგური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სავაჭრო სივრცე „ისტ პოინთი“, ხოლო ავტომობილით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში გასეირნება – ყველაფერი ეს პროექტს დამატებით ღირებულებასა და უპირატესობას ანიჭებს.
კომპლექსში, რომელიც 100 000 მ²-ზე განთავსდება, ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ და გამწვანებულ სივრცეებს დაეთმობა. მულტიფუნქციური პროექტი სპორტულ მოედნებს, ღია და დახურულ ფიტნესსივრცეებსა და სხვა, მობინადრეების საჭიროებებზე მორგებულ ზონებს გააერთიანებს. “მაქრო სითი თბილისში” თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, მოქნილი დაგეგმარების საოფისე სივრცეებიც მოეწყობა, რომლებიც როგორც მცირე, ასევე მსხვილი კომპანიების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
გაყიდვების საწყის ფაზაში: მ²-ის ფასი $1 250-დან იწყება, მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადების მოქნილი პირობები, პირველადი შენატანი მხოლოდ 20%-დან, ყოველთვიური გადასახადი კი $900-დან იწყება – ეს ყველაფერი ერთგვარი გაგრძელებაა MAQRO-ს კამპანიისა: “ფასები გაიზრდება” – ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ, რაც უფრო ადრე მიიღებს მყიდველი გადაწყვეტილებას, მით უფრო ოპტიმალურ ფასად შეძლებს ბინის შეძენას.