რაჭა მხოლოდ ლორის, ლობიანის და ხვანჭკარას კუთხე არ უნდა იყოს, ხედვა უნდა შეიცვალოს – ტურისტული ობ

რაჭა მხოლოდ ლორის, ლობიანის და ხვანჭკარას კუთხე არ უნდა იყოს, ხედვა უნდა შეიცვალოს – ტურისტული ობ

რაჭა მხოლოდ ლორის, ლობიანის და ხვანჭკარას კუთხე არ უნდა იყოს, ხედვა უნდა შეიცვალოს – ტურისტული ობიექტი “გარემო”

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტის „გარემო“ დამფუძნებლის თამარ დავითულიანის შეფასებით, რაჭის რეგიონს ტურიზმის განსავითარებლად ახალი ხედვა და მრავალფეროვანი ატრაქციების მოწყობა სჭირდება.

BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივში” სტუმრობისას რაჭის ტურისტულ პოტენციალზე საუბრისას ის ამბობს: “რაჭა მხოლოდ ლორის, ლობიანის და ხვანჭკარას კუთხე არ უნდა იყოს” და განმარტავს, რომ რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რაჭაში სხვადასხვა სახის ატრაქციების მოწყობა მნიშვნელოვანია.

„მომხმარებლებს, ბუნებასთან ტანდემში, მრავალფეროვნება უნდა შევთავაზოთ. თუკი შვეიცარიაში შესაძლებელია იმ ატრაქციების მოწყობა, რაც არის, რატომ არ შეიძლება მაგალითად რაჭაში, გონაში გაკეთდეს ატრაქციები, რომელიც არაჩვეულებრივი სოფელია. რატომ არ შეიძლება შოდა-კედელაზე გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, სადაც არაჩვეულებრივი ხედებია. რაჭაში ძალიან ბევრი ლოკაციაა, რომელიც შესასწავლია. ბუნებრივია, ტურისტი იმ ადგილას ვერ მივა, რომელიც შეუსწავლელია“, – თქვა მან.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღეს რეგიონის მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და ერთფეროვანი ტურისტული პროდუქტი წარმოადგენს.

“ტურისტები მრავალფეროვანი არიან, რომლებსაც მრავალფეროვანი არჩევანი სჭირდებათ. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს არჩევანი. რომ იყოს არჩევანი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

განთავსების საშუალებების გამრავლება, ტურიზმის განვითარებას არ ნიშნავს. ტურისტულმა ობიექტებმა, რომლებმაც განავითარეს ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას, რომ ბევრის შემთხვევაში ცუდი გადაწყვეტილება იყო. მათ ეგონათ, რომ ამ ინფრასტრუქტურულ განვითარებას სხვა პოტენციალი ექნებოდა, თუმცა, როდესაც ბიზნესმა არ გაამართლა [ამონაგები არ მიიღეს], ისინი იძულებული ხდებიან, რომ ბიზნესი სხვას გადააბარონ. ანუ ბიზნესი ბაზარზე გაიტანონ, გაყიდონ და ამით მაინც გადაარჩინონ თავიანთი შესაძლებლობები, რომ ის ვალდებულებები რაც აქვთ მოიხსნან“, – აცხადებს დავითულიანი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *