საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 23 ივნისს გამოაცხადებს.

დღეს პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდებისა და დასკვნის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა და სხდომა გადაიდო.

თავად ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. მას 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა. ის სხდომათა დარბაზში დააკავეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *