“ევროკავშირმა ვერ შეძლო “მაიდნის” გამეორება თბილისში… საქართველოს ხელისუფლება დაეყრდნო თავისი ქვეყნის ინტერესებს და არა ბრიუსელის ლიბერალურ დიქტატურას და გაიმარჯვა”, — ამის შესახებ Telegram არხზე რუსი სენატორი და ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი წერს. მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ეშინია საქართველოს და შურს მისი ეკონომიკის მდგომარეობის. სენატორმა დასძინა, რომ თბილისმა უარი თქვა ევროკავშირის მითითებების შესრულებაზე როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. დაასკვნა მან, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის “ნაქებმა ბერკეტებმა” საქართველოში არჩევნების გაყალბების შესახებ არ გაამართლა. აღსანიშნავია, რომ რუსი პოლიტიკოსის რიტორიკა ქართული ოცნების წარმომადგენლების, ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ქალაქის მერის, კახა კალაძის, ოცნების დეპუტატის დავით მათიკაშვილის და ოცნების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს ემთხვევა.
ალექსეი პუშკოვი: “ევროკავშირმა ვერ შეძლო “მაიდნის” გამეორება თბილისში
