ისრაელი-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი”, -ნათქვამია ტექსტში.
ამასთან, “დიდი შვიდეულის” ლიდერები ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.
“ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს”, – აცხადებენ ლიდერები.