საქსტატის განცხადების თანახმად, CES აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან და ის ემსახურება სტატისტიკური მეთოდოლოგიების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების განვითარებას.
გოგიტა თოდრაძე კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს და მოხსენებით მიმართავს მონაწილეებს. მისი პრეზენტაციით უცხოელ კოლეგებს გააცნობს საქართველოს სტატისტიკის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ პროგრესს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს.
საქსტატი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, ინოვაციურ მეთოდოლოგიებსა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ქვეყნის სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციის ძირითადი მიმართულებებია.
ასევე, კონფერენციის პერიოდში იგეგმება ოფიციალური შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები.
კონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს ახალი შემადგენლობის არჩევნები, რომელიც CES-ის აღმასრულებელი ორგანოა და პასუხისმგებელია მისი სამუშაო პროგრამის დაგეგმვასა და კოორდინაციაზე.