“ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის განახლებაზე”, — ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის X-ზე. “მექანიზმების განახლება” უფრო გამარტივებულ პროცედურას გულისხმობს. “ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ მექანიზმის განახლებაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში მოგზაურობისას ვიზაზე განაცხადის შეტანისგან გათავისუფლებული პირებისთვის. ეს შესწორებული კანონი ხელს შეუწყობს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენებაზე უკეთ რეაგირებას,” — აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის X ზე. .@EUCouncil and @europarl_EN settled on an update of the mechanism that allows the EU to suspend visa-free travel for those exempt from applying for a visa when travelling to #Schengen area. This ammended law will help 🇪🇺better react to abuse of visa-free travel. pic.twitter.com/CdaHPU5hZO — Polish presidency of the Council of the EU (@POLAND25EU) June 17, 2025 ამას გარდა, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა მალე გაიმართება. “ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა ახლახან მიაღწიეს შეთანხმებას, მესამე ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული პროცედურების შესახებ. კერძოდ, დამატებულია ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები. კენჭისყრა მალე გაიმართება”, — წერს იოზვიაკი. 🇪🇺 member states & European Parliament have just struck a deal on making it easier to suspend 🇪🇺visa lib with third countries – notably adding serious breaches of human rights. will be voted on soon.🇲🇩🇺🇦🇬🇪🇷🇸🇲🇰🇲🇪🇽🇰🇦🇱🇧🇦— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 17, 2025
ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებ
