ისრაელი ქვეყანაში ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის ვიზების ვადებს ახანგრძლივებს – PIBA

ისრაელი ქვეყანაში ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის ვიზების ვადებს ახანგრძლივებს – PIBA
ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური (PIBA) ქვეყანაში ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის, რომელთა ვიზაც ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ვიზებს ავტომატურად ახანგრძლივებს. გადაწყვეტილება უსაფრთხოების მდგომარეობით არის განპირობებული.

საემიგრაციო სამსახურის ცნობით, ვიზები ავტომატურად გაგრძელდება 2025 წლის 30 სექტემბრამდე და უცხოელ მოქალაქეებს ფიზიკურად უწყებაში მისვლა არ მოუწევთ.

გახანგრძლივება შეეხება შემდეგ ტიპის ვიზებს:

  • 🔹 სამუშაო ვიზა (B/1) – ზოგადი კატეგორია
  • 🔹 ტურისტული ვიზა (B/2)
  • 🔹 მოხალისეობრივი ვიზა (B/4)
  • 🔹 დროებითი რეზიდენტის ვიზა (A/1)
  • 🔹 სტუდენტური ვიზა (A/2) – გარდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სტუდენტებისა
  • 🔹 სასულიერო პირების ვიზა (A/3)
  • 🔹 თანმხლები ვიზა (A/4)
  • 🔹 დროებითი რეზიდენტის ვიზა (A/5)
  • 🔹 DCO ვიზა – ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნებისთვის

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზის გაგრძელებისთვის არ არის საჭირო ფიზიკურად მისვლა მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში,“ — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ისრაელში უსაფრთხოების გართულებული ფონის გათვალისწინებით, ათასობით უცხოელ მაცხოვრებელს საშუალებას მისცემს დარჩნენ ქვეყანაში სამართლებრივი სტატუსით მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *