ზურა ხაჩიძემ სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოსტი დატოვა

ზურა ხაჩიძემ სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოსტი დატოვა

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მათი ცნობით, ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. რეგიონული მედია წერს, რომ სამცხე–ჯავახეთში ახალი რწმუნებული, ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, ყოფილი რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ორმა მოადგილემ პოზიციები დატოვეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *