18 ივნისს, 21:00 საათზე, არ გამოგრჩეთ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობის ახალი ეპიზოდი Youtube-ზე.

ევროპული მოგზაურობის ახალი სტუმარია სექტა – DJ და პროდიუსერი, რომელიც ბერლინში დაფუძნდა. ის ინტერვიუში საკუთარი გამოცდილების, მუსიკის მნიშვნელობისა და რეფლექსიების შესახებ საუბრობს.

გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს ხვდება – მათ, ვინც სამსახურისა და სპორტული კარიერის გამო, სასწავლებლად ან ზოგადად, საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში იმყოფება. ისმენს მათ პასუხებს საინტერესო, თუმცა დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე – კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *