“კერხერ საქართველომ” დასუფთავების ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური რობოტი დანადგარი წარადგინა

“კერხერ საქართველომ” დასუფთავების ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური რობოტი დანადგარი წარადგინა

“კერხერ საქართველომ” დასუფთავების ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური რობოტი დანადგარი წარადგინა

“კერხერ საქართველომ” ადგილობრივ ბაზარზე სრულად ავტონომიური რობოტი-დანადგარი წარადგინა, რომელიც ბიზნესებისა და მუნიციპალიტეტებისთვის დიდი ფართობის ტერიტორიების პროფესიონალური დასუფთავების შესაძლებლობას იძლევა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში “კერხერის” გაყიდვების დირექტორმა, გიგა გაბუნიამ ისაუბრა.

“რობოტიკა მსოფლიოს ბაზარზე უკვე ცნობილი საკითხია, სხვადასხვა ბრენდი უკვე დიდი ხანია ოპერირებენ ცნობილი რობოტებით. “კერხერს” ამ მიმართულებით კარგი სიახლე აქვს: საქართველოში სულ ახლახან შემოვიყვანეთ მსგავსი ტიპის დანადგარი, რომელიც ევროპის ბაზარზე უკვე ფართოდაა გავრცელებული და ემსახურება ისეთ ფართო ტერიტორიებს, როგორებიცაა, მაგალითად, აეროპორტი, ლოგისტიკური ჰაბები, სასაწყობე მეურნეობები, ქარხნები და ა.შ.

ეს არის ერთადერთი დანადგარი, რომელიც სრულიად ავტონომიურად მუშაობს და შეუძლია, ძალიან მარტივი სადემონსტრაციო მითითებით ან პროგრამული უზრუნველყოფით, სრულიად ავტონომიურად დაასუფთაოს მსგავსი ტიპის ტერიტორიები”, – განაცხადა გიგა გაბუნიამ.

კომპანიის გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, რომ ახალი დანადგარის შესყიდვა ფინანსურადაც გამართლებულია მუნიციპალიტეტებისა და ბიზნესებისთვისაც, ვინაიდან ის მულტიფუნქციურია და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება.

“რობოტი ერთადერთი პროდუქტია ბაზარზე, რომლის ყველა დეტალიც გერმანიაშია წარმოებული. გვაქვს მუნიციპალური მიმართულებაც – მანქანა, რომელიც შეგიძლიათ, მრავალფუნქციურად გამოიყენოთ. აქსესუარების ძალიან მარტივი ცვლილებით, მანქანა ტრანსფორმირდება მოსაგველი აპარატიდან, მაგალითად, თოვლის გადამხვეტ, ბუნკერების სარეცხ დანადგრად ან გაზონის საკრეჭ აპარატად და ა.შ. ეს ბიზნესების, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქის დასუფთავების სამსახურებისთვის აჩენს შესაძლებლობას, შეიძინონ პროდუქტი და მიიღონ მაღალპროფესიონალური მომსახურება”, – აღნიშნა გიგა გაბუნიამ.

მრავალფუნქციური რობოტი დანადგარის პროგრამულ უზრუნველყოფას და მომხმარებლის მხარდაჭერას “კერხერ საქართველო” უზრუნველყოფს, რაც, როგორც გაბუნია BMG-სთან აღნიშნავს, საქმიანობის შეფერხების პრევენციას ახდენს. “კერხერის” ტექნიკოსები დანადგარების დიაგნოსტიკას სერვისცენტრში მიტანის საჭიროების აგრეშე, ადგილზევე უზრუნველყოფენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *