14 ივნისი, სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და ამავდროულად, გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია „ელისო“ მიეძღვნა.
კინოდაჯილდოვება მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართული კინოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.
წელს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი სიტროენიც გახდა.
ფოტო: ლაშა გიგაური
“ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს სიტროენი გახდა პრემია „ელისოს“ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება,“- თამარ კიკნაძე, სიტროენის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
პრემია „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები – სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმს და ვაზისუბნის მამული. წელს „ელისო“-ს ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.
პრემია „ელისო“ 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)
ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)
საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი), მზია არაბული (გზაჯვარედინზე)
საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)
საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)
საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი)
ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო
ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი
გახდა მწერალი – ნინო ხარატიშვილი.
ფოტო: ლაშა გიგაური
წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.