საცობებს ქმნის ბევრი მანქანა და არა მშენებლობები – ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

საცობებს ქმნის ბევრი მანქანა და არა მშენებლობები – ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას.

„საჭიროა ალტერნატიული გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტული გზების შექმნა – ვაწყობთ ტროტუარებს, ვხაზავთ ველობილიკებს, რათა ქვეითებსა და ველოსიპედით გადაადგილების მსურველებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ. ქალაქი ყველასია – ქვეითების, ველოსიპედისტების და არა მხოლოდ ავტომობილების. სწორედ ამიტომ, ქუჩების ახალი გეგმარება სივრცის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს“, – განაცხადა ბაგაშილმა.

მისი თქმით, მერია გენგეგმის მიხედვით დედაქალაქს ანაშენიანებს, იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგი ხარისხის მომსახურება და სწორედ გენგეგმა ამბობს, რომ უნდა მოხდეს ქალაქის შემჭიდროებულ და არ მოხდეს ურბანული განფენა.

bm.ge-მ სააგენტოს ხელმძღვანელს ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა ცენტრის შემჭიდროება და დამატებითი მშენებლობები საცობების პრობლემის გამწვავებას.

” როგორც უკვე აღვნიშნე, საცობებს ქმნის ბევრი მანქანა არა მშენებლობები. შესაბამისად, ქალაქის ცენტრის შემჭიდროვება პირიქით არის იმის პირობა, რომ საცობები შემცირდეს, რადგან ისეთი ადგილების განვითარება სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია უკვე მაღალი ხარისხის მომსახურებაა და კიდევ პერსპექტივაში კიდევ უფრო განვითარდება”, – განაცხადა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *