ოცნების ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბეჟან ობგაიძე წარადგინა უწყების ცნობით, ბეჟან ობგაიძე პროფესიით იურისტია. მას საჯარო და კერძო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე ეკავა იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა. მანამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი იყო. ის ამ პოსტზე 2021 წლის მაისში დაინიშნა. უწყების ვებგვერდზე სამსახურის ხელმძღვანელად ჯერ კიდევ ნიკა ცხვარაშვილია მითითებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძე გახდა
