კუნძულ მენზე ზოოპარკიდან გაქცეული მანგუსტი ლუდსახარშში იპოვეს

კუნძულ მენზე ზოოპარკიდან გაქცეული მანგუსტი ლუდსახარშში იპოვეს

კუნძულ მენზე, კურაგსის ველური ბუნების პარკიდან გაქცეული მანგუსტი დედაქალაქ დუგლასში დააფიქსირეს. ცხოველი, სახელად გეფი, პარკიდან გასულ კვირას, ვოლიერში მოწყობილი თხრილის მეშვეობით გაიქცა.

პარკის თანამშრომლები მას ტერიტორიის მახლობლად ეძებდნენ და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც შეატყობინეს, რომ ცხოველი პარკიდან 30 კილომეტრის მანძილზე, ერთ-ერთი ლუდსახარშის ტერასაზე დააფიქსირეს.

ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა გეფი დაიჭირეს, გალიაში ჩასვეს და სახლში დააბრუნეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ცხოველის გაქცევის მიზეზი მეორე ნახევრის ძებნა გახდა და პირობა დადეს, რომ გეფს მდედრს მანგუსტს მალე გააცნობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *