“ბიზნესს მეტი გარანტია ექნება” – „თავისუფლების ფონდი“ ბრიტანეთში ოფიციალურად დარეგისტრირდა

“ბიზნესს მეტი გარანტია ექნება” – „თავისუფლების ფონდი“ ბრიტანეთში ოფიციალურად დარეგისტრირდა
„თავისუფლების ფონდი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა გაერთიანებულ სამეფოში — ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელი დავით ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„თავისუფლების ფონდი ბრიტანეთში დავარეგისტრირეთ. ეს ნიშნავს, რომ ფონდი უკვე მოქცეულია ბრიტანულ კანონმდებლობაში. შესაბამისად, მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ახლა უკვე ბიზნესს, რომელსაც ექნება ფონდის დახმარების სურვილი, კიდევ უფრო მეტი გარანტია ექნება,“ — აღნიშნავს ჯინჭარაძე.

ჯინჭარაძის თქმით, რეგისტრაცია მნიშვნელოვანი ეტაპია ფონდის განვითარებისთვის და ის მომავალში გეგმავს საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების გამყარებასა და ფონდის საქმიანობის მასშტაბის გაზრდას.

რას ნიშნავს ეს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *