შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0%-მდე შეამცირა

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0%-მდე შეამცირა
შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავარმა საფინანსო ორგანომ რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად, კერძოდ, 25 საბაზისო პუნქტით, 0%-იან ნიშნულამდე შეამცირა, ანუ ქვეყანა ოფიციალურად დაუბრუნდა ნულოვანი განაკვეთის ეპოქას.

ცენტრალური ბანკი ნულოვან განაკვეთს დაუბრუნდა, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიზღუდოს და საბანკო სექტორს პრობლემები არ შეექმნას.

განაკვეთის შემცირების საშუალებას ცენტრალურ ბანკს დასტაბილურებული ინფლაცია აძლევს, რომელიც შვეიცარიაში 1%-ის ფარგლებშია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *