აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზრდამ 41 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებლებს, იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ნიშნულს გაუტოლდა.