გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი, საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

„საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ

რჩევა გამოსაცდელებს

საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;

დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);

საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;

შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *