Robirent Group საქართველოს ბაზარზე – პირველი ფილიალი თბილისში 23 ივნისს იხსნება

Robirent Group საქართველოს ბაზარზე – პირველი ფილიალი თბილისში 23 ივნისს იხსნება

ბალტიისპირეთის რეგიონში, სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია– Robirent Group_ი პირველ ქართული ფილიალს Robirent.Ge-ის ხსნის. კომპანიის ფილიალი, 2025 წლის 23 ივნისს, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება.
შვიდ ქვეყანაში წარმატებული საქმიანობისა და მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, კომპანია საქართველოში სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რასაც პროფესიონალიზმის, უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვით აპირებს.

ვინ ვართ ჩვენ?

Robirent Group სპეციალიზდება სამშენებლო ამწეების, სიმაღლეზე სამუშაო პლატფორმებისა და მრავალფეროვანი სამშენებლო ტექნიკის გაქირავებაში, რომელიც თანამედროვე მშენებლობისა და ინდუსტრიული პროექტების მოთხოვნებზეა მორგებული.

ჩვენი მისია მარტივია:
დავეხმაროთ კლიენტებს იმუშაონ უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად — თანამედროვე, სანდო ტექნიკითა და პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერით.

რატომ საქართველო? რატომ ახლა?

Robirent Group-მა ცალსახად დაინახა საქართველოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სექტორში ზრდის პოტენციალი, განსაკუთრებით თბილისსა და მის მიმდებარე რეგიონებში. ბაზრის საფუძვლიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში საჭიროა სანდო, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სერვისი, რომელიც უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და კონკურენტუნარიანობის ახალ სტანდარტებს დანერგავს.

სწორედ ამიტომ Robirent_ი საქართველოს ბაზარზე თავისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი სტანდარტებით შემოდის, რათა ხელი ქვეყნის განვითარებას შეუწყოს და ადგილობრივ კომპანიებს თანამედროვე ტექნიკა და სანდო მხარდაჭერა შესთავაზოს.

გლობალური ხედვა

Robirent.Ge-ის მმართველი საბჭოს წევრის, გიორგი კურდღელიას თქმით: „ჩვენი მიზანია საქართველოში სამშენებლო ტექნიკის გაქირავების სფეროში ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების ამაღლება. ჩვენ, მომხმარებელს მხოლოდ ტექნიკას არ ვთავაზობთ, ვქმნით სრულფასოვან მომსახურებას, რომელიც ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, Robirent.Ge გახდება სანდო და გრძელვადიანი პარტნიორი სამშენებლო კომპანიებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

რას უნდა ელოდოთ Robirent.Ge-სგან?

მუდმივად მზარდ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამშენებლო ამწეებისა და პლატფორმათა ავტოპარკს;

განსაკუთრებულ ყურადღებას უსაფრთხოებასა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობაზე;

მომხმარებელზე მორგებულ ოპერატიულ მომსახურებას;

ტექნიკურად გამართული აღჭურვილობის დროულ მიწოდებას;

კონტრაქტორებსა და დეველოპერებთან გრძელვადიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას;
ერთად ვაშენოთ მომავალი!

Robirent Group-ი არ არის მხოლოდ ტექნიკის გაქირავების სერვისი, ეს არის პარტნიორი, რომელიც ქმნის ურთიერთობებსაც.

„გიწვევთ სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის. თუ ხართ კონტრაქტორი, დეველოპერი ან ტექნიკის პარტნიორი, დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები, აღმოვაჩინოთ გზები საუკეთესო შედეგის მისაღწევად.“

ოფიციალური გახსნის თარიღი: 2025 წლის 23 ივნისი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *