ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფროსი რეკლამებს Meta-ს წესების დარღვევით ათავსებენ – ISFED

“ფარას” კანონი არ არის შემზღუდავი. ის გამჭვირვალობას და ნდობას უწყობს ხელს – რაჟდენ კუპრაშვილი
სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო და მისი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამებს, Meta-ს წესების დარღვევით, გაუმჭვირვალედ ათავსებენ.

“ანტიკორუფციული ბიუროს კანონით განსაზღვრულ ამოცანას ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა და პოლიტიკურ ფინანსებზე ზედამხედველობა წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი პრაქტიკა ასეთი უწყებისა და მისი ხელმძღვანელის მხრიდან განსაკუთრებით პრობლემურია.

Meta-ს წესების შესაბამისად, სოციალურ საკითხებთან, არჩევნებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკლამის განმათავსებლები ვალდებულნი არიან, მიუთითონ, რომ რეკლამა რომელიმე ზემოხსენებულ თემას ეხება, რის შემდეგაც გამჭვირვალე ხდება რეკლამისთვის გადახდილი თანხის წარმომავლობა, ოდენობა და განმათავსებლის საკონტაქტო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ საკითხად განისაზღვრება ნებისმიერი მგრძნობიარე თემა, რომელზეც საზოგადოებაში მწვავე კამათი მიმდინარეობს, შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე ან უკავშირდება არსებულ ან შემოთავაზებულ კანონმდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის რეკლამები ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სრულად შეესაბამება Meta-ს პოლიტიკური ან სოციალური რეკლამის სტატუსს, არცერთი მათგანი პლატფორმებზე დეკლარირებული ამ დრომდე არ ყოფილა. შედეგად, ამ საჯარო უწყებისა და მისი უფროსის გვერდებზე გაუმჭვირვალედ განთავსებული რეკლამების ნაწილს წესების დარღვევის გამო Meta-მ მოქმედებაც არაერთხელ შეუჩერა”,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *