ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვია ისრაელის თავდაცვითი ძალების ერთ-ერთ სადაზვერვო ბაზას და მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს მნიშველოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც, მისი თქმით, “ომების მოგებას უზრუნველყოფს”.
„ვერ გადავაჭარბებ იმის მნიშვნელობას, რაც აქ გაკეთდა და რაც ამჟამად კეთდება – ეს არის გადამწყვეტი სრული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიზიტისას.
პრემიერის თქმით, ჯარისკაცების შეუპოვარი და პროფესიონალური საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და საბოლოო გამარჯვების მიღწევაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.