პუტინი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ზელენსკის, თუ დასავლეთი “შეწყვეტს უკრაინის წაქეზებას”

პუტინი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ზელენსკის, თუ დასავლეთი “შეწყვეტს უკრაინის წაქეზებას”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს სურს რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, “სასურველია — მშვიდობიანი გზით”. რუსეთი მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები მზად იქნებიან დიალოგისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 18 ივნისის ბოლოს, საერთაშორისო წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრის დროს, პუტინმა ასევე თქვა, რომ მზად არის შეხვდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაამატა: “რუსეთს არ ანაღვლებს, ვინ წარმოადგენს უკრაინას მოლაპარაკებებზე, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ საბოლოო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს “ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ,” — თქვა პუტინმა. პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 14 ივნისს განუცხადა, რომ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის კიევთან 22 ივნისის, ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლის პროცესის დასრულების, შემდეგ. ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, პუტინმა უპასუხა: “თუ ფედერალურ კანცლერს სურს დარეკოს და ისაუბროს, ამას ბევრჯერ ვთქვი — ჩვენ არ უარვყოფთ კონტაქტებს.” ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინასა და რუსეთის კონფლიქტის მედიატორები ნეიტრალურები უნდა იყვნენ. “ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის… მათ შეწყვიტეს — თვითონვე განაახლონ. ჩვენ მზად ვართ…მე ეჭვი მეპარება , რომ გერმანია შეასრულებს მეტს, ვიდრე აშშ მედიატორის როლში. შუამავალი უნდა იყოს ნეიტრალური. და როდესაც ვხედავთ გერმანულ ტანკებსა და Leopard-ის ტანკებს, ბრძოლის ველზე… და ახლა ფედერაციული რესპუბლიკა განიხილავს Taurus-ის რაკეტების მიწოდებას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასასხმელად… — აქ, რა თქმა უნდა, სერიოზული კითხვები ჩნდება,“— განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *