ან იქნება მშვიდობა, ან იქნება იმაზე დიდი ტრაგედია ირანისთვის, ვიდრე ჩვენ ბოლო რვა დღის განმავლობაში ვიხილეთ. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელმა და აშშ-მა იმუშავეს როგორც გუნდმა.

„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა, სიკვდილი ამერიკას,  სიკვდილი ისრაელს. ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს, უფეთქებდნენ მათ ხელ-ფეხს გზისპირა ბომბებით. ჩვენ დავკარგეთ ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ათასი ადამიანი ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში დაიღუპა მათი სიძულვილის შედეგად და განსაკუთრებით ბევრი მოკლულია მათი გენერლის, ყასემ სულეიმანის მიერ. მე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, არ დავუშვებ, რომ ეს გაგრძელდეს.

მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენ ვიმუშავეთ როგორც გუნდმა, როგორც ალბათ არასდროს არცერთ გუნდს არ უმუშავია. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რათა აღმოგვეფხვრა ეს საშინელი საფრთხე ისრაელისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს მათ მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა, მივულოცო დიდებულ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებიც მართავდნენ ამ ჩინებულ მანქანებს დღეს და ყველა ამერიკელ სამხედროს, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომლის მსგავსი მსოფლიოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს. იმედი მაქვს, ჩვენ აღარ დაგვჭირდება მათი სამსახური და ეს შესაძლებლობები. მე ვიმედოვნებ ამას. ასევე მინდა მივულოცო გაერთიანებული შტაბების უფროსს, გენერალ დენ კეინსს და ყველა ნიჭიერ სამხედროს, რომელიც ამ თავდასხმაში იყო ჩართული“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ მშვიდობა არ დამყარდება სწრაფად, აშშ დარჩენილ სხვა სამიზნეებს სიზუსტით მიაღწევს.

„ეს არ შეიძლება გააგრძელებს, ან იქნება მშვიდობა, ან იქნება იმაზე დიდი ტრაგედია ირანისთვის, ვიდრე ჩვენ ბოლო რვა დღის განმავლობაში ვიხილეთ. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე. ამაღამ იყო მათგან ყველაზე რთული და ალბათ, ყველაზე ლეტალური. მშვიდობა თუ არ დამყარდება სწრაფად, ჩვენ ამ სხვა სამიზნეებს სიზუსტით, სისწრაფითა და ოსტატობით მივაღწევთ. მათი უმრავლესობის განადგურება წუთებშია შესაძლებელი“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

ტრამპის თქმით, დღეს აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი დენ კეინი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრესკონფერენციას გამართავენ ოპერაციის შესახებ.

„მსოფლიოში არ არსებობს არმია, რომელსაც შეუძლია იმის გაკეთაბ, რაც ჩვენ ამაღამ გავაკეთეთ. ხვალ გეენრალ კეინსს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს ექნებათ პრესკონფერენცია პენტაგონში. მინდა,  მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ღმერთს. გვიყვარხარ, ღმერთო, ჩვენ გვიყვარს ჩვენი დიდებული სამხედროები, დაიცავი ისინი. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ისრაელი და ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა ტრამპმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *