შსს: ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული

შსს: ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული
ზუგდიდში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ბ. დააკავა.

უწყება არ უთითებს, რამდენია განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რაც პირს ჰქონდა.

შსს-ს ცნობით, დაკავება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა და ფსიქოტროპული ნივთიერება“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *