მომღერალი დიანა ღურწკაია იხსენებს დღეს, როცა მეუღლის, პეტრე კუჩერენკოს გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
„ძალიან დიდ პროექტში ვიყავი ჩართული და ვემზადებოდი. ამ დროს, ტელეფონიდან ვიგებ, რომ ეს საშინელება დამატყდა თავს.
ველაპარაკებოდი ჩემს ნატას, ჩემი ძმის, რობერტის მეუღლეს, რაღაცაზე ვიცინოდით, რაღაცას ვგეგმავდით და ამ დროს, ჩემი ძმის სასოწარკვეთილი ხმა გავიგე. ამ დროს, ნატამ თავი ვერ შეიკავა და ჰკითხა, რა მოხდაო. მე ვიძახდი, რა მოხდა… ამ დროს იქიდან გავიგე, პეტრე დაიღუპაო…
თავზარი დამეცა… ბავშვი სახლში იყო, მეცადინეობდა… პეტრეს დედაც ჩემთან იყო. როგორ ვქნა ახლა, რომ ამათ მე ეს არ გავაგებინო… ბოდიში, ამ გახსნილობაზე, ვღმუოდი შიგნიდან, არ გავცე ეს ჩემი ხმა, როგორ ვუთხრა მე… დედა მყავს სახლში, მე როგორ უნდა ვთქვა…
ამ გრძნობას მტეტსაც არ ვუსურვებ… მე ამაზე ასე გახსნილად არსად მილაპარაკია,“ – გაიხსენა დიანა ღურწკაიამ გადაცემაში „ნოესთან“.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.