აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან მიმართვა გააკეთა და ირანი გააფრთხილა, რომ მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები „გაცილებით უფრო მასშტაბური“ იქნება.

ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანის სამ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. მისი თქმით, მიზანი „ბირთვული საფრთხის“ შეჩერება იყო.

ის ფორდოსა და კიდევ ორ ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ დარტყმებს „შესანიშნავ სამხედრო წარმატებას“ უწოდებს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ისრაელის სამხედროებს „მათ მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის“ და შეაქო ამერიკელი სამხედროები „ოპერაციისთვის, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს“.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ვიხილეთ”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *