მსოფლიოს 10 საუკეთესო სამეცნიერო ინსტიტუტიდან 7 ჩინეთში მდებარეობს – Nature Index

მსოფლიოს 10 საუკეთესო სამეცნიერო ინსტიტუტიდან 7 ჩინეთში მდებარეობს – Nature Index
წამყვანი ბრიტანული სამეცნიერო ჟურნალის, Nature-ის ახალი მონაცემებით, მსოფლიოს საუკეთესო კვლევითი ინსტიტუტებს შორის ჩინეთი დომინირებს.

ინფორმაცია 2024 წელს განახლდა და მან ცხადყო, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიოს გასულ 10 წელიწადში. თუ 2014 წლის მონაცემებით, წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობდა, ახლა 10-დან 7 პოზიციას ჩინეთი იკავებენ.

მონაცემების მიხედვით, რომლებიც გასულ წელს პორტალ Nature Index-ზე გამოქვეყნდა, წამყვან კვლევით ინსტიტუტებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთის მეცნიერების აკადემიაა (CAS). მას მოჰყვება სახელგანთქმული ჰარვარდის უნივერსიტეტი. ერთადერთი ევროპული ინსტიტუტი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, მიუნხენში მდებარე მაქს პლანკის ორგანიზაციაა. ის ახლა მე-9 ადგილს იკავებს და გასულ წელთან შედარებით 5 ადგილით დაქვეითდა.

ინდექსი, რომელიც აჩვენებს, თუ რა რაოდენობის და რამდენად ღირებული სამეცნიერო ნაშრომები შეიქმნა მსოფლიოში ცნობილ ინსტიტუტებში, ცხადყოფს, რომ ჩინეთი არამარტო ეკონომიკური და სამხედრო, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *