“მძულს ეს დღე და ყოველი წამი ამ დღის მოგონების” – წერს ნათია კობახიძე, ზურა ბაკურაძის ცოლი ფეისბუქზე.
“ქართული ხმების” სოლისტი, მეორე ხმა – ზურა ბაკურაძე ოთხი წლის წინ, 23 ივნისს, მშობლიური რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი ძმასთან ერთად იყო შქმერში, ხევში რომ ჩავარდა…
“ქართულ “ხმებს” დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ, ძალა მოეკრიბათ და ისევ ემღერათ. ანსამბლში ზურას უფროსი ძმა, გივი ბაკურაძეც მღერის. გივის პრესასთან უმძიმს ძმაზე საუბარი და ბუნებრივია, რომ ამ მიზეზით, ის ინტერვიუებს თავს არიდებს. კახა ამბობს, რომ ზურას გარეშე ძველებურად ლაღი აღარ არის…
კახა გრიგალაშვილი: – ზურას გარეშე მაგრად გვიჭირს, მაგრამ მაინც ვარსებობთ. სიმღერა სულის მკურნალია, კი, მაგრამ ზურას გარეშე მაგრად მიჭირს სიმღერა. მაგრამ ვფიქრობ, სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვიმღერო.
ვაღიარებ, მაგრად მიმძიმს. არც ძველებურად მიხარია ბევრი რამ…