არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკ

“არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა”, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.

„არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, რითაც რეპრესიები გააძლიერა.

ივანიშვილი კომუნისტური ჩინეთის სამსახურში მყოფი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. სენატმა „MEGOBARI აქტი“ უნდა მიიღოს!“, – წერს ჯო უილსონი.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *