„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების აღება მკაცრდება.

კერძოდ, თუ უცხოეთის მოქალაქეს აქამდე შეეძლო, საქართველოში 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეეძინა და ამით ერთი წლით საქართველოში ბინადრობის უფლება მიეღო, ახლა ეს ზღვარი 150 ათას დოლარამდე გაიზრდება.

პირველი საკითხია, ის რომ მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.

მეორე საკითხი, შრომით მიგრაციას შეეხება, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები.

მესამე მიმართულება არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე ერთი წლით გაიცემა ბინადრობის უფლება (მაგრამ ყველა ვარიანტში არა). ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და დღეს ეს ნებართვა შენარჩუნებული აქვს მხოლოდ 3 600 ადამიანს. ამის მიუხედავადაც კი ჩვენ ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, [ზღვარი] იქნება 150 ათასი დოლარის ექვივალენტი, რათა მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *